“იმისთვის, რომ კითხვები არ გაჩნდეს შაქარშვილის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ხორავას საქმესთან დკავშირებით იყო, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს ყველა კითხვას პასუხი საჯაროდ მათ შორის, დაიდოს ძალიან მალე ექსპერტიზის პასუხი, რაც ამდენი ხანია არ ვიცით და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნებისმიერმა მაღალჩინოსანმა უნდა შეწყვიტოს მფარველობა იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ საქმეში.”
ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ დეკანოიძემ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.