პარიზში ორშაბათიდან ლუვრის მუზეუმი იხსნება – ამის შესახებ ინფორმაციას “France24” ავრცელებს.
ფრანგული გამოცემის ცნობით, ვიზიტორები ვალდებულები იქნებიან, პირბადეები ატარონ. გარდა ამისა, სოციალური დისტანცირების წესის დაცვის მიზნით მუზეუმში „მონა ლიზას“ წინ სპეციალური ადგილებია მონიშნული, სადაც ტურისტებს დადგომა და სელფის გადაღების შესაძლებლობა ექნებათ.
შეგახსენებთ, ლუვრის მუზეუმი 13 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა.ამ დროიდან მუზეუმმა 40 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი ნახა.