ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ მედიკამენტების კლინიკური კვლევის პირველ შედეგებს მომდევნო ორ კვირის განმავლობაში ელოდება – ჯანმომ ხელმძღვანელმა ეს განცხადება ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
საუბარია 5 მედიკამენტზე, რომლებიც შესაძლოა, კორონავირუსით დაავადებულების მკურნალობის პროცესში ეფექტიანი აღმოჩნდეს.
კვლევაში მონაწილეობა 39 ქვეყნიდან 5 500-მდე პაციენტმა მიიღო.