“ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვს არსებითი მნიშვნელობა. აღებულია თირკმელი, იკვლევენ სხვა ვიწრო პროფილის სპეციალისტები. ამ კვლევით უნდა დადგინდეს, იყო თუ არა თირკმელში პლანქტონი. პლანქტონის აღმოჩენის მიზნობრიობა იკვეთება იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი არადამახასიათებელი ასფიქსიისთვის. შესაბამისად ამ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით.”
ალექსანდრე გეჯაძე – ექსპერტი
ამის შესახებ გეჯაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც ექსპერტმა აღიშნა: “დასადგენია სიკვდილის მიზეზი და დაზიანების ხანდაზმულობა. ლაბორატორიული შედეგების მიღების შემდგომ, იმ კვირის ბოლოსთვის გაირკვევა ყველაფერი და ერთიან ინფორმაციას მოგაწოდებთ. ეს დაზიანებები რა პირობებში შეეძლო მიეღო, გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს. არ არის გამორიცხული რამდენიმე ვერსიას ფლობდეს.”