კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ, პორტალი “trend.az” ინფორმაციას ავრცელებს.
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯამში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 9 267 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 235 ადამიანი. ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10 820-ს შეადგენს.
აზერბაიჯანში ჩატარებულია 502 965 ტესტი – 49 931 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.
დღეს, მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის დროს, რამინ ბაირამლიმ განაცხადა, რომ “მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ შემოდგომა-ზამთრის თვეებისთვის”.
მისი თქმით, ექსპერტები covid19-ის მაგვარი სხვადასხვა სახის რესპირატორული დაავადებების შესახებ ცოდნის მიღების რეკომენდაციებს იძლევიან.