“თუ ქვეყნები გახსნას ისე განაგრძობენ, რომ ჯანდაცვის სისტემებს სიტუაციასთან გამკლავების შესაძლებლობა არ ექნებათ, მაშინ ყველაზე ცუდი სცენარის წინაშე დავდგებით.”
მაიკლ რაიანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი
მისივე თქმით, სახელმწიფო იმაზე უნდა ფოკუსირდეს, რომ მხარი დაუჭიროს ჯანდაცვის საკუთარ სისტემას, რათა ახალი შემთხვევების შესაძლო ზრდასთან გამკლავება შესაძლებელი გახდეს.