თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულური შემოსავალი 60 000 ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ მისი ყოველტვიუსი ხელფასი 5 000 ლარია.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ წლიურად მიღებული 60 000 ლარი ხელზე ასაღები თანხაა. ხოლო, თუ საშემოსავლო გადასახადსაც გავივალსიწინებთ, წულუკიანის წლიური ხელფასი 75 000 ლარია, ხოლო ყოველთვიური 6 250 ლარი.
დოკუმენტის მიხედვითვე, 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, მინისტრს იანვრის თვიდან დღემდე პრემია არ აუღია.
დეკლარაციაში აღნისნულია წულუკიანის მეუღლის, ნუგზარ კაკულიას შემოსავალიც. ნუგზარ კაკულია მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა და მისი წლიური ხელფასი 27 559 ლარია.