“მეორე ტალღაზე ლაპარაკი ჯერ ნამდვილად ადრეა, რადგან არსებული შემთხვევები არ არის საგანგაშო. თუ ჩვენ კორონავირუსთან თანაცხოვრებას ვისწავლით, დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ვიხმართ ნიღაბს, დავიცავთ დისტანციასა და ჰიგიენას, ხალხმრავალ ადგილებს თავს ავარიდებთ, კორონა იქნება, ოღონდ ძალიან არ შეგვაწუხებს. თუ არ დავიცავთ, მოგვივა ის, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მოუვიდათ.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.