ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღემდე ის მომყვება სადარდებლად, რა რჩევა ვერ მივეცი, რა იყო ისეთი, რაც ბავშვს ვერ შთავაგონე, რომ იქნებ ეს აცილებოდა” – ნიკოლაძე

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ POSTV-ის ეთერში გიორგი შაქარაშვილის შესახებ ისაუბრა.

როგორც ნიკოლაძემ განაცხადა, მძიმე რეაქცია ექნება იმ შემთხვევაში, თუ საქმეში თუნდაც ერთ საეჭვო ნიუანსსაც დაინახავს.

„ჩვენ თვითონაც ვმუშაობთ. დიდი სამეგობრო წრე მყავს სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტები და დღეში რამდენიმე ათეული მეგობარი მირეკავს და მთავაზობენ უანგარო დახმარებას. იმხელა მხარდაჭერა მაქვს, რომ ალტერნატიული გამოძიების შესახებ მე მკითხონ, როგორ ტარდება და რას ვაკეთებთ. ერთი საეჭვო ნიუანსიც რომ დავინახო, სადაც შეიძლება ვთვლიდე, რომ ჩემი პოზიცია დასაბუთებულია, წარმოგიდგენიათ რა რეაქცია მექნება?

9 წლის განმავლობაში, როდესაც ადვოკატის პროფესია ტყვიისთვის შუბლის შეშვერა იყო, არ გავჩერებულვარ. სოდი, კუდი და მათი სადამსჯელო რაზმები მირიან ნიკოლაძეს არ აინტერესებდა არა ოჯახის წევრების გამო და ახლა თურმე, მე მეუბნებიან, რომ შეიძლება ვიღაცამ გამაჩეროს. სრული იდიოტიზმია, რომ გიორგის საქმეზე, რომელიც იყო ჩემი შვილი იყო და დღემდე ის მომყვება სადარდებლად, რა რჩევა ვერ მივეცი, რა იყო ისეთი, რაც ბავშვს ვერ შთავაგონე, რომ იქნებ ეს აცილებოდა. დღემდე მკლავს ეს ფიქრი, ყოველი ღამე ამაზე ფიქრით სრულდება. რომ რჩება ეს რუტინა, მერე მეწყება ამაზე ფიქრი, ბავშვი, რომელიც ჩემთან დადიოდა, მწერდა, გვქონდა საუბრები ფეხბურთიდან დაწყებული, ყოფითი საკითხებით დასრულებული და რა ვქენი ისეთი, რომ ეს ვერ ვუთხარი, რომ იქნებ გადამერჩინა“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

იტვირთბა....