პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები პოლონეთში სამუშაოდ იყვნენ წასული.
საქართველოს საელჩო და საკონსულო ამ ეტაპზე საბუთებს ამზადებენ დაღუპულთა საქართველოში გადმოსასვენებლად.