“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება 20 ივნისს, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე. თუმცა, გვარამია მასალის გადაცემას არ აპირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა. მისი თქმით, სუს-ი ამ საკითხით გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის თემის გადაფარვას ცდილობს.
“თარგმანი სწორია. ის, რომ აზერბაიჯანელი ჩვენი თანამოქალაქეები “აკაჩავეთ” და რაც გინდოდათ, ის ათქმევინეთ, თქვენს დანაშულზე და ამ საქმის, ერთის მხრივ, ჩაფარცხვის და, მეორეს მხრივ, მთავარი არხის დისკრედიტაციის მიმართულებით მოქმედებაზე მეტყველებს მხოლოდ;
გაუგებარია, მოსახლეობაში პანიკას რითი ვთესავდით, რომ დაბალია სინამდვილეში სტატისტიკა და ხელისუფლებას, პირიქით, ხელოვნურად აწევა უნდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის? ეს პანიკის საფუძველია და კოვიდის ფართო გავრცელების შესახებ ქმნის წარმოდგენას, თუ პირიქით?
გასაგებია რაც გეწვით, მაგრამ არ გამოვა არც ჩვენი შეშინება, არც ამ თემით შაქარაშვილის საქმის გადაფარვა. დაივიწყეთ, რიგითი სიუჟეტი იქნება, როგორი ავადმყოფი დებილები ხართ და რა მეთოდებით ებრძვით მედიას” – წერს გვარამია.
ცნობისათვის, სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ „მთავარი არხის“ რეპორტაჟში, – „ნაყიდი კოვიდ 19“ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები არასწორი თარგმანით განზრახ იყო დამახინჯებული.