უკრაინის დედაქალაქში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად “თენგო გალსკი”, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი რეგიონიდან კიევში, როგორც თავად განაცხადა, მეგობრების მოსანახულებლად ჩავიდა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის ქვეყნის დედაქალაქში სტუმრობა კრიმინალურ დაჯგუფებაში დაგროვებული ფულის გადანაწილებას უკავშირდებოდა.
მოგვიანებით, შედგა სასამართლო პროცესი და ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი უკრაინიდან გააძევეს. მოსამართლის ვერდიქტით “თენგო გალსკი” 23 წელი ვერ გადაკვეთს უკრაინის საზღვარს.