aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდინციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია…” – გამყრელიძე

“ევროპის დაავადებათ კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით და რეკომენდაციებით, მუდმივად იყო მსჯელობა ე.წ. ვენტილატორებსა და გაგრილების საშუალებებზე ანუ კონდიციონერებზე. უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდინციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. ამიტომ, რა თქმა უნდა, გამოცდების პროცესში კონდიცირების გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ადამიანებს პირბადე ეკეთოთ. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს გარკვეული წუხილი ჰქონდათ, რომ პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში შემაწუხებელია.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გამოინახა კომპრომისი იმ თვალსაზრისით, რომ პირბადის ხმარება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში. მათ შორის, აბიტურიენტი პირბადით უნდა შევიდეს გამოცდაზე. საგამოცდო ბილეთის აღების დროს კომისიის წევრებთან და ზედამხედველებთან კონტაქტის დროს, ანუ როდესაც ერთამენთან საუბრობენ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.

იტვირთბა....