ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ამ ექვსწუთიან ვიდეოში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არავისზე ძალადობენ”- მორაგბეების ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პროკურატურის მიერ ამოჭრილ ექვწუთიან ვიდეოს ეხმიანება, რომელიც ინცინდენტის ადგილას “ტოიოტა ქამრის” მისვლის მომენტს ასახავს.

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს როგორც ჩერდება “ტოიოტა კამრი” , გადმოდიან იქიდან ადამიანები და გარბიან დაუდგენელი მიმართულებით., ადვოკატი აცხადებს, რომ აქ ახალი დეტალი არაფერია.

“ჩვენთვის იქ რომ რამე ისეთი არსობრივად განსხვავებული იყო, ისეთი არაფერი არაა. რატომ არ გამოაქვეყნა პროკურატურამ ეს მონაკვეთი, ალბათ იმიტომ, რომ არ უნდოდა საზოგადოებისთვის სრული ვერსია წარედგინა. ფაქტია, რომ თუნდაც ამ 6-წუთიან ვიდეოში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არავის არ სცემენ, არავისზე არ ძალადობენ,”- აცხადებს კობაიძე.

ადვოკატის თქმით, ის დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ხვდება და დააზუსტებს, რას აკეთებდნენ ისინი იმ 6 წუთის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ  “მთავარმა არხმა” გაავრცელა სათვალვალო ვიდეოდან ამოღებული ჩანაწერი, რომელიც მთავარმა პროკურატურამ ამოჭრა.  კადრებში ჩანს, რომ მანქანაც მიემართება იქითკენ, საითაც გარბიან. მანქანა სათვალთვალო კამერის არეალში 6 წუთის შემდეგ ისევ ჩნდება, რის შემდეგაც უკან ბრუნდებიან.

 

 

 

 

 

იტვირთბა....