ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევი აცხადებს, რომ კრემლი ომისთვის ემზადება: რუსეთი წვრთნებს “კავკასია 2020”-ს იწყებს

რუსული მედია ინფორმაციას ავრცელებს, რომ კრემლს მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დაგეგმილი აქვს მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნები – “კავკასია 2020”. კიევი კი შიშობს, რომ აღნიშნული ღონისძიება შესაძლოა უკრაინასთან საომარ მოქმედებებში გადაიზარდოს. ინფორმაციას ამის შესახებ განცახდებას აკეთებს ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ბორის ბაბინი.

ბაბინი ეყრდნობა ევროპაში შეერთებული შტატაბის არმიის ყოფილი ხელმძღვანელის ბენ ჰოჯესის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთი შეეცდება დაიპყროს დამბა ჰერსონის ოლქში.

ბაბინი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების წინაპირობა იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივა რეზერვისტების მზადყოფნის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ “მეტრონომი” რამდენიმე დღის წინ ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვართან, კრასნოდარის მხარეში უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება დაიწყო. ანალიტიკოსი „მეტრონომთან“ ეს ფაქტი პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა.

“მეტრონომში გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუს შემდეგ დამიკავშირდა რამდენიმე ადამიანი და მითხრა, პანიკას თესავო, თუმცა, ვფიქრობ უკრაინის პოზიცია თვალნათლივ აჩვენებს, რომ არანაირ პანიკას არ აქვს ადგილი და ყველაფერი, სამწუხაროდ რეალობას ჰგავს. უფრო მეტიც, გაიხსენეთ 2008 წელი, როცა რუსეთმა წვრთნები დაიწყო და მერე ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა. ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. უკრაინის წარმომადგენელთა შეშფოთებას აქვს რეალური საფუძველი. ასე რომ, უკრაინის ექსპერტთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციის შემდეგ გარკვეული პარალელების გაკეთება შესაძლებელია საქართველოზეც. ” – უთხრა “მეტრონომს” მაისაიამ.

მაისაია ამბობს, რომ წვრთნების ფარგლებში, რუსეთმა შესაძლოა 49-ე ბატალიონის კონტიგენტი გამოიყენოს, რომელიც შავი ზღვის აკვატორიას და აფხაზეთის ლოკაციასაც მოიცავს.

 

 

 

 

 

იტვირთბა....