“ეს არის ოჯახური სკანდალი, რომელსაც ყველა განიხილავს, მე დავწერე მათ ჯვარი და ამიტომაც ვურჩევ ნეკას, არ გახადოს ეს ამბავი ქვეყნის გასარჩევი. რაც მე პენსიაზე გავედი, ჩემს სულიერ შვილებთან ურთიერთობაც შევწყვიტე. ნიკასთან ერთი წელია ურთიერთობა აღარ მაქვს, მამამისს თენგოს ვწერ ხანდახან სოციალურ ქსელში. წარმოუდგენელია ჩემთვის ნიკას მხრიდან ძალადობა. ნეკა შეყვარებული ქალი იყო და ვურჩევ დამშვიდდეს. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.”
ანთიმოზ ბიჩინაშვილი – მოძღვარი
ამის შესახებ ბიჩინაშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.