aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პუტინის მოკავშირე ივანიშვილი მოქმედებს ენერგიულად, რათა საქართველოში მოქმედი ამერიკული ბიზნეს კომპანიები გააძევოს ქვეყნიდან” – ამერიკული მედია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქვეყანას რუსეთში გამოწვრთნილი ოლიგარქი აკონტროლებს – ამის შესახებ, გავლენიანი ამერიკული მედია THEHILL-ი წერს.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზ გასმულია, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე რუსულ გავლენებთან და აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენები დემოკრატიის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელს მსოფლიოშიც – “ფრო შორს რომ არ გავიხედოთ, შეხედეთ ამჟამინდელ მდგომარეობას საქართველოში , რათა აღმოაჩინოთ ეს გავლენა იმათ ხელში, რომლებიც თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან.”

„საქართველო კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც რუსეთში გამოწვრნილი ოლიგარქია, რომელმაც მილიარდები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კორუფციულ განუკითხაობაში დაეუფლა მიტოვებულ რუსულ ინდუსტრიებს. იგი ხელმძღვანელობს ქართული ოცნების კოალიციას 2012 წლიდან და იმავე სახელმძღვანელოთი მართავს ქვეყანას, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკის ჩამოშლისა და მიტაცების, დემოკრატიული პროცესების ჩაშლის მიზნით.

პუტინის მოკავშირე მოქმედებს ენერგიულად, რათა საქართველოში მოქმედი ამერიკული ბიზნეს კომპანიები გააძევოს ქვეყნიდან.

ქართული ოცნება დაპირდა მოსახლეობას რომ შეასრულებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად 2020 წელს. აღნიშნული დაპირება კი გასული წლის შემოდგომაზე „ქართულმა ოცნებამ“ უკან წაიღო, რამაც გამოიწვია პროტესტი და საპარლამენტო ბოიკოტი ოპოზიციის მხრიდან ყველა საკანონმდებლო აქტივობაში, აგრეთვე ძლიერ შეირყა საქართველოს მმართველი პარტიის საერთაშორისო ნდობა, განსაკუთრებით აშშ-ში.

ქართველ ხალხს სურს წარმატებული ეკონომიკისა და ნამდვილი დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ყველა ქართველს აქვს უფლება, რომ ასეთ მოლოდინი ჰქონდეს. ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებში შედის ის ღონისძიებები, რომლითაც შევაფერხებთ რუსული გავლენების გავრცელებას მთელ მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველ ხალხთან მათი თავისუფლებასთვის ბრძოლაში“- ნათქვამია სტატიაში.

იტვირთბა....