ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კორონავირუსის ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 პირი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 817-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3080 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

იტვირთბა....