ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახლა თქვენ სერიოზულად მეკითხებით ამას?… ირაკლი კობახიძემ თავი მასხრად აიგდო” – გია ბარამიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გიორგი რურუას გამოშვება შეუსრულებელი დარჩა და “ქართულ ოცნებას” ამის ოპოზიციაზე გადაბრალება არ გამოუვა. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“ამერიკის ელჩმა თავად თქვა, რომ ოპოზიციას პრინციპული მოსაზრებები ჰქონდა, რომ ხელისუფლებას შეესრულებინა დაპირებები და გადაედგა ნაბიჯი ცივილიზებული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ამიტომ იყო ეს პრინციპული საკითხი. ამიტომ საუბრობს რიში, რომ რურუას გამოშვება დარჩა შეუსრულებელი ხელისუფლებას. ამიტომ ოპოზიციაზე ამის დაბრალება ხელისუფლებას არ გამოუვა” – თქვა მან.

კითხვაზე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” იმუშავა თუ არა იმაზე, რომ ადა მარშანიას და დავით ჭიჭინაძეს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა,  ბარამიძემ უპასუხა:

“ახლა თქვენ სერიოზულად მეკითხებით ამას? – თქვენ თვითონაც გეღიმებათ. ირაკლი კობახიძემ თავი მასხრად აიგდო” – აღნიშნა გია ბარამიძემ.

იტვირთბა....