ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები, სადაც ქვეყანას დასჭირდება” – შესაძლოა თუ არა ვლადიმერ ჩაჩიბაია პოლიტიკაში ვიხილოთ

თავდაცვის ძალებს დღეიდან გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. მან გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩაანაცვლა, თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, თუ სად მიდის ჩაჩიბაია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის შეიძლება პოლიტიკაში ვიხილოთ, კერძოდ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარად, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

„მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები, სადაც ქვეყანას დასჭირდება” – ამის შესახებ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე განაცხადა.

ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალებს 2018 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

გიორგი მათიაშვილი 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად მსახურობდა.

 

იტვირთბა....