„შალვა ნათელაშვილი „ძალიან კარგ ტალღაზეა“, ის აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ეს ძალიან კარგია, რადგან ის არის ამ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი. ის „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკვეთილი ლიდერი გახდა. ნათელაშვილი რაც უფრო მეტ ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს გააკეთებს, მით უკეთესია ბუნებრივია ჩვენთვის, ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის.”
ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს, პროექტი ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი იყო სახელმწიფოს მეთაური.