“ბატონი კობახიძე უკვე ცნობილია იმით, რომ რასაც ამბობს, ვერასოდეს ვერ არტყამს მიზანში. პრაქტიკულად, არაფერ სიმართლეს აღარ ლაპარაკობს. ერთი რამ მაოცებს, რამდენად ღრმად შეიძლება შევიდეს მისი ფანტაზია და რამდენად მეტი აბსურდი შეიძლება თქვას. ახალი აბსურდი, რომ, თურმე, ჩვენ ვაკონტროლებთ ბატონ კვიციანსა და ქალბატონ მარშანიას, იმდენად სიბრიყვე და სისულელეა, სერიოზული კომენტარი ამაზე შეუძლებელია.”
სერგი კაპანაძე – ‘ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ მან ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძის განცხადებით, ,”ნაციონალური” მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” საკონსტიტიციო ცვლილებების ჩავარდნისთვის “აქტიურად მონაწილეობდნენ” და კენჭისყრას ორი დამოუკიდებელი დეპუტატი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი ჩამოაშორეს.