ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და უმრავლესობიდან გარიცხეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად პარტია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კახიძის გარიცხვის მიზეზი მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობა გახდა.
„ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტია “ქართული ოცნებიდან”, შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით”, – ნათქვამია განცხადებაში.