ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე, პარტია „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე, პარტია „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, უგულავას განცხადებით, თემურ კახიძემ გადაწყვეტილება პრინციპებიდან გამომდინარე მიიღო.

„ჩვენ გუნდს შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან თემურ კახიძე. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ მმართველ პარტიაში გუშინ შეფუცხუნდნენ, აამოქმედეს ყველა მექანიზმი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან გადაწყვეტილება კახიძემ პრინციპების მიხედვით მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარაფერი მოახერხა და დაასწრო განცხადების გავრცელება, რომ იგი პარტიიდან გარიცხეს“, უგულავამ.

თემურ კახიძის თქმით, “ქართულ ოცნებაში” იგი ვერ ხედავდა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რესურსს,  “ევროპულ საქართველოს” კი ჰყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც აქვს მკაფიო ხედვა.

„მე ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს იმ პარტიაში, სადაც ვიყავი, რომ ქვეყანა გამოგვეყვანა კრიზისიდან. „ევროპულ საქართველოშ“ მივედი, რადგან ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომელსაც აქვს ზუსტი ხედვა, როგორ გამოიყვანონ კრიზისიდან ქვეყანა. მე ასევე ვტოვებ თანამდებობას, ვიკავებდი საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტს“, – განაცხადა თემურ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. როგორც პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კახიძე პარტიიდან „მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის” გამო გაირიცხა.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტია “ქართული ოცნებიდან”, შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....