aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“შემდგომი ნაბიჯია – არანაირი პოლიტიზირებული მართლმსაჯულება!”- ანდრიუს კუბილიუსი 

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი  საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავსირებით საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს.

როგორც ანდრიუს კუბილიუსი  სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს, შემდეგი ნაბიჯია, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზირებული არ იყოს.

“საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებს მხარი დაუჭირა. ცვლილებები პოლიტიკურ სისტემას უფრო მეტად პროპორციულს ხდის. გილოცავთ! შემდგომი ნაბიჯი – არანაირი პოლიტიზირებული მართლმსაჯულება! საქართველოს შესაძლებლობა აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მოწინავე ქვეყანა გახდეს,”- წერს ანდრიუს კუბილიუსი  სოციალურ ქსელ “ტვიტერზე.”

პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

იტვირთბა....