ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას.”

თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციითა და  1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ამასთან, კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენა 21 ივნიის, ხოლო მეორე მოსმენა  23 ივნისს გაიმართა.

 

იტვირთბა....