საფრანგეთის პარლამენტმა წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყალბი ამბების გამოყენების წინააღმდეგ კანონი მიიღო. კანონი ყალბი ამბების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაცის “ევრონიუსი”ავრცელებს.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარუდგინა.
კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და შესაძლოა, მისი საშუალებით მედიაზე ცენზურა დაწესდეს. ხოლო, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ინტერნეტში გავრცელებლი ახალი ამბები დარეგულირებული იქნება.
კანონის მიხედვით, საფრანგეთს ეროვნული მაუწყებლობის სააგენტო უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეუჩეროს მაუწყებლობა საინფორმაციო საშუალებას, რომლებიც გამიზნულად გაავრცელებენ ყალბ ახალ ამბავს.