ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც შარშან ივნისში, გულწრფელად უთხრეს უარი უღირს წარსულს”- ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მესამე მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოზი მის პოსტში წერს, საკონსტიტუციო ცვლილებბეის მიღება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე იდგნენ და წარსულს ერთად უთხრეს უარი.

“ეს შედეგი არც იმათი დამსახურებაა, ვინც გულში ბოღმით და სახეზე ღიმილით პულტს ხელი დააჭირა და არც იმათი, ვინც გულში ბოღმით და კოპების შეკვრით პულტს ხელი არ დააჭირა.

ეს იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც შარშან ივნისში, სრულიად გულწრფელად უთხრეს უარი უღირს წარსულს და ასევე უღირს აწმყოს. საკუთარი ჯანმრთელობის და ნასროლი ტალახის ფასად მოითხოვეს ცვლილებები მომავლის სახელით.

იმ მომავლის, რომელიც მათია და არა მომღიმარი, თუ კოპებშეყრილი პოლიტიკური ელიტის, რომელსაც სინამდვილეში არაფრის შეცვლა არ უნდა…“, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

იტვირთბა....