aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მათიკაშვილი და მისი თანამოაზრეები „ოცნებაში“ ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ისინი ხშირად აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს” – კაპანაძე

„ამ შემთხვევაში, მათიკაშვილი, მისი მეგობრები და თანამოაზრეები „ქართულ ოცნებაში“ ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ისინი ხშირად აკეთებენ ასეთ აბსურდულ განცხადებებს, ეს პრობლემა არ არის, – პრობლემა ისაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს ასეთ განცხადებას და თვლის, რომ ელჩის განცხადების კრიტიკა არის ანტიდასავლური განწყობების გაღვივება. ეს არის ძალიან სამარცხვინო განცხადება, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის გამო, ამ უწყებამ სახე დაკარგა ბოლო პერიოდში.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველო”

ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა. 

ცნობისათვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“. ელჩის განცხადებას ოპოზიციონერი ლიდერების კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ ოპოზიციის განცხადების გამო “ქართულმა ოცნებამ” გერმანიის ელჩს ბოდიში მოუხადა. 

იტვირთბა....