“ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. მეტს ვერ ვისაუბრებ ამ თემიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გახსნილი ვართ ყველა მიმართულებით, აქედან გამომდინარე, თუ რამე ბრალდება აქვთ, მათ შეუძლიათ, გვითხრან პირდაპირ. მაქსიმალურად ვმუშაობთ ყველასთან“
ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.