ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადმოდიან, სიმართლეს არ შეესაბამება” – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცლებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადმოდიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ზალკალიანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები.

„ვრცელდება სხვადასხვა სპეკულაციები, თითქოს არის გამონაკლისები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არანაირი გამონაკლისი არ არსებობს, საქართველოს სახმელეთო საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

იტვირთბა....