“8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებას არ შეუსრულებია. ეს ელჩების განცხადებებიდანაც ცალსახად ჩანდა, როდესაც მხარეებს მართლმსაჯულების ნაწილზე და დეპოლიტიზაციაზე შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებენ. აქ ერთპიროვნულად იგულისხმება „ქართული ოცნება“. ჩვენ ვერანაირ მართლმსაჯულებაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ძალიან სასაცილო იყო ის ზეიმი, რომელიც გუშინ მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“, ასეთი იძულებითი ზეიმი, რომელიც 1- წლიანი ეპოპეის დასასრულს აღნიშნავდა, მას შემდეგ რაც “ოცნებამ” მრავალგზის მოიტყუა და დაიხურა კარები, ეს თემა მაინც ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოხერხდა.”
გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ გიგი უგულავამ პრესკონფერენციზე განაცხადა.
პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.