შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით განმარტავს, რა შემმთხვევაში შემოდიან ისინი ქვეყანაში და რა რეგულაციები მოქმედებს.
როგრც მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში შემსვლის უფლება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აქვთ, რომლებიც ასევე, ორკვირიან სავალდებულო კარანტინსაც გადიან.
მისივე თქმით, საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან.
“მინდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, როდესაც შემოდის ჩვენი მოქალაქე, ყველა მათგანი ორკვირიან კარანტინში მიდის, ასევე ესენი უმეტესად არიან ორმაგი მოქალაქეები ანუ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე საქართველოს მოქალაქეების შვილები ან მეუღლეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ – ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ისინი უკან გავაბრუნოთ. თუ მშობელი ორმაგი მოქალაქეა, შვილს სხვა ქვეყანაში ვერ დავტოვებთ,”- გააცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსული ნომრებით დადიან მანქანები, რაზეც მოქალაქეები კიტთვებს სვამდნენ.