“დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილს მიყენებული აქვს ბლაგვი ნივთის მსგავსი საგნით დარტყმა. ამან გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა.”
მზია ქასრაშვილი – გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახო ახვლედიანის ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს რამდენიმე პირი მისდევდა.
შეგახსენებთ, როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განააცხადა, “შაქარაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა დაზენებები ბლაგვი ზემოქმედების მქონე საგნის გარკვეული სიძლიერის ზემოქმედების პირობებში.”