მთავარი ციტატა

“ნაციონალური მოძრაობისა და „ევროპული საქართველოს“ მატარებელმა ჩაიარა” – ოხანაშვილი

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მატარებელმა ჩაიარა. ყველამ დადო პირობა რომ დაიცავდა შეთანხმებას, “ქართული ოცნების” გუნდმა ის შეასრულა პირნათლად. “ნაციონალურმა მოძრაობამ “და “ევროპულმა საქართველომ”, ამ ორმა მარგინალურმა ჯგუფმა დაარღვია შეთანხმება და გავიდა შეთანხმებიდან, ახლა რაც არ უნდა ისაუბრონ რომ თითქოს ეს ვერ ჩაითვლება პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ დოკუმენტად, ეს არის წყლის ნაყვა.”

ანრი ოხანაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი

ამის შესახებ ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომპარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

იტვირთბა....