“ბუნებრივია, ძლიერი დარტყმაა ისიც, როცა გარედან მოგაყენებენ ძლიერ დარტყმას, აქ ლაპარაკია არა მუშტით დაზიანებაზე, არამედ უფრო მსხვილი საგნით, მამაგალითად ფეხით, ძელით… და ამავდროულად ძლიერი დარტყმა ისიცაა, როდესაც წყლის ნაკადი მდინარის კალაპოტში ცხედარს ქვებზე ატარებს და სათანადო სიძლიერე აქვს. ზუსტად ამას ვარკვევთ. საბოლოო დასკვნა ვიდრე არ იქნება, ვერაფრის დიდებით ვერ ვიტყვით, რასთან გვაქს საქმე.”
მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა
აღნიშნული განცხადებით მირიან ნიკოლაძე ჟურნალისტებთან დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის წინასწარ შეფასებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, როგორც ალექსადრე გეჯაძემ განაცხადა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს არანაიირ მოტეხილობა აღენიშნებოდა, ასევე, რა დაზიანებებიც არსებობდა, ასეთი სიძლიერის დარტყმის მისაყენებლად მუშტიც არ იქნებოდა საკმარისი.