მთავარი ციტატა

ექსპერტი: “ასეთი სიძლიერის დარტყმისთვის მუშტიც არ იქნებოდა საკმარისი”

“ასეთი სიძლიერის დარტყმის მისაყენებლად მუშტიც არ იქნებოდა საკმარისი. ბლაგვი ხასიათის ტრავმა​, ძირითადად სისხლნაჟღენთების სახით. გარეგნულად, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში – მათ შორის სახის არეში. ამავდროულად ჰქონდა ბლაგვი ხასიათის მორფოლოგიური სურათის მქონე ტრავმა​ შინაგანი გამოკვლევის პროცესშიც. ამ დაზიანებების მისაყენებლად საკმაო ძალა იყო საჭირო. ანუ მექანიკური, საკმაო ძალის ზემოქმედება”

ალექსანდრე გეჯაძე, ექსპერტი

TV პირველი

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.

იტვირთბა....