მთავარი ციტატა

“საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით”- ჯოზეფ ბორელი

“საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით, მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. ვულოცავ ყველას! ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას შემდგომ საარჩევნო სამზადისში.”

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი “ტვიტერზე” წერს.

პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

იტვირთბა....