ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს აფრთხილებს: “კორონავირუსის დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედრო ადანო გებრეისუსი მსოფლიო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. იგი მთავრობებს მოუწოდებს ვირუსის წინააღმდეგ სწორი პოლიტიკა ამოქმედებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კოვიდ-19-ით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება.

„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს. ჩვენ ყველას გვინდა, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყენაში პროგრესი არის, გლობალურად პანდემია მაინც ძალას იკრებს,” – განაცხადა ჯანმო-ს დირექტორმა.

მანვე მოუწოდა მთავრობებს, მიბაძონ გერმანიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მაგალითებს, რომელთაც ეპიდემიის გაკონტროლება შეძლეს.

ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 10 412 421 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან დაღუპულია 508 228. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 5 668 668-ს შეადგენს.

იტვირთბა....