ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოციალური აგენტები 2 ივლისიდან მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ

სოციალური აგენტები 2 ივლისიდან მასშტაბურ გაფიცვას აანონსებენ.

აგენტებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქციაზე, ახალი მოთხოვნა დააყენეს. ისინი იმ შემთხვევაში გეგმავენ გაფიცვას, თუ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სოციალური აგენტების პირობების გაუმჯობესების მოლაპარაკებებისთვის უნდა შეიქმნას, პროფკავშირების წარმომადგენელ იურისტს არ შეიყვანენ.

თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, იურისტის დაშვების კატეგორიული წინააღმდეგია და მოთხოვნა პროცესების ანგაჟირებად მიაჩნია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის სულ 300-მდე სოციალური აგენტი მუშაობს.

იტვირთბა....