ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დექსამეტაზონმა ერთი მესამედით შეამცირა სიკვდილობა კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში, ანტივირუსული პრეპარატები კი ამ სტადიაზე უკვე აღარ მოქმედებს” – ცერცვაძე

“დექსამეტაზონი არ არის ანტივირუსული მედიკამენტი. მას სულ სხვა მექანიზმი აქვს. ის ციტოკინურ შტორმს და ძლიერ ანთებით რეაქციას ამცირებს, ის ეფექტიანია. მან ერთი/მესამედით შეამცირა სიკვდილობა კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში, ავადმყოფებში, რომლებიც რეანიმაციაშია უკვე და რომლებიც განწირულნი არიან სასიკვდილოდ. აი, ამ პაციენტებში შეამცირა დექსამეტაზონმა ერთი/მესამედით სიკვდილობა, ამ სტადიაზე სოლიდარობის კვლევაში არსებული მედიკამენტები უკვე აღარ მოქმედებს.”

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ცერცვაძის განცხადებით, სოლიდარობის კვლევაში ჩართული მედიკამენტები ანტივირუსული პრეპარატებია, დექსამეტაზონი კი სულ სხვა ჯგუფს განეკუთვნება.

იტვირთბა....