“სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი შაქარაშვილს არანაირი მოტეხილობები და ბლაგვი ტრამვა არ ჰქონდა. სახეზე იყო დაზიანებები, როგორც გარეგანი დათვალიერებით, სახის არეში, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. იყო გარკვეული ტრავმული ცვლილებები ბლაგვი ხასიათის გვამის შინაგანი გამოკვლევისას ნანახი, გარდა გარეგნული დაზიანებებისა.
ალექსანდრე გეჯაძე – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი საექსპერტო, ბიუროს ხელმძღვანელი
ამის შესახებ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.