“მე არ მინდა ზედაპირული კვალიფიკაცია, ვთქვათ ახლა წაუყენონ ვიღაცას ბრალი და ამ დროს მე წინ მქონდეს უფრო მძიმე ბრალდება. მე ველოდები არა მხოლოდ სასამართლო სამედიცინო ესქპერტიზის დასკვნას, ასევე ველოდები გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას. ჩანთაზე აღებული დნმ-ის ნიმუშებს. გიორგის ჩანთაზე რომ აღმოჩნდეს ამ დადევნებული ადამიანების რომელიმეს გენეტიკური ნიმუში. თვითმკვლელობამდე მიყვანა და ასეთი მსუბუქი მუხლები იქ უკვე ვეღარავის ვეღარ გადაარჩენს. პირდაპირ გეუბნებით, იქ იქნება უმძიმესი ბრალდება. თუ ეს დამტკიცდა, ეს იქნება გამართული მკვლელობა.”
მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა
ამის შესახებ ნიკოლაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.