ალბათ ძნელი დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ კორპორატიულ დანაშაულთა 20 პროცენტი ფარმაცევტულ კომპანიებზე მოდის. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ 100 ყველაზე მძიმე კორპორატიულ კრიმინალთა სიაში ცხრამეტი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია მოხვდა და დღეისათვის ეს ციფრი კიდევ უფრო დიდია. ფარმაცევტული კომპანიების მიერ ჩადენილ დანაშაულთა სია ვრცელია და არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ფაქტებით, როგორიცაა გაყალბებული კვლევის მონაცემები , ქსელში ისეთი პრეპარატების გასაყიდად გაშვება, რომლებსაც რეალურად არანაირი სამკურნალო მოქმედება არ გააჩნდათ და ამის შესახებ მწარმოებლებმა შესანიშნავად იცოდნენ. გამოავლინეს ასევე უამრავი კორუფციული გარიგების სქემა მედიკამენტების სალიცენზიო სახელმწიფო ინსტუტუტებთან ,აგრეთვე იმ ექიმთა სია, რომლებმაც უარი თქვეს ამა თუ იმ მწარმოებელთან თანამშრომლობაზე და რომლებიც ფარმაცევტული კომპანიის მიერ მოწყობილი უბედური “შემთხვევების” მსხვერპლნი უნდა გამხდარიყვნენ.
ის, რომ მრავალი მედიკამენტი სერიოზულ გვერდით მოვლენებს იწვევს არავისთვის უცხო აღარ არის. თუმცა, ფარმაცევტული ბიზნესის ისტორიაში უამრავი ისეთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც მედიკამენტების მიღებამ სერიოზულად დააზიანა ადამიანთა ჯანმრთელობა და ზოგ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზიც გახდა. ამის გამო ფორბსმა ერთ-ერთ გამოცემაში ფარმაცევტული მაფია ნარკოტიკების ბიზნესს შეადარა და წერდა, განსხვავება ამ ორს შორის მხოლოდ იმაში ოყო ,რომ პირველი კანონიერად ხოცავდა ხალხს, ხოლო მეორე- უკანანონოდ. მაგალითისათვის ისიც კმარა, რომ უმსხვილესი ფარმაცევტული მაგნატის, მერკის მიერ წარმოებულმა ტკივილგამაყუჩებელმა ვიოქსმა 600 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მანამ, სანამ მას წარმოებიდან ამოიღებდნენ. ასეთი მავნე პრეპარატების სია უზარმაზარია და ფარმაცევტებისა და ექიმების მიერ დაზარალებულთა ოდენობა პანდემიურ მაშტაბებს აღწევს.
ერთი სტატიის ფარგლებში ძნელი იქნება ფარმაცევტული კომპანიების მიერ ჩადენილ დანაშაულთა დეტალურად განხილვა ისევე, როგორც შეუძლებელია მედიკამენტების უსასრულო სიიდან თითოეულის დამაზიანებელ შედეგებზე საუბარი. თუმცა პრობლემის არსში უფრო ღრმად ჩასახედად, ურიგო არ იქნება შედარებით კონკრეტული მაგალითების მოყვანაც. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სინთეზური ჩასახვის საწინააღმდეგო და ჰორმონილი პრეპარატები.
პირველი სინთეზური ჰორმონი დიეთილსტილბესტროლი 1938 წელს შეიმუშავეს და მისი დანიშნვა მენოპაუზური და ორსული პაციენტებისთვის 1975 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ კი, დაზარალებულთა ოჯახების პროტესტის შედეგად, წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ წარმოებიდან ამოიღო. სამწუხაროდ, პრეპარატი ჩვეულებრივი კარცენოგენული მონსტრი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ ფარმაცევტულმა კომპანიებმა მოხმარებაში გაუშვეს ახალი ჰორმონული პრეპარატი პრემარინი( სინთეზური ქალური ჰორმონი ესტროგენი). პრემარინის შედეგები კიდევ უფრო სავალალო იყო.ხუთწლიანი მოხმარების შედეგად 50 000 ქალს გაუჩნდა ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნე, 40 პროცენტით გაიზარდა ღვიძლისა და ნაწლავის კიბო, ხოლო 200 პროცენტით თრომბო-ემბოლიურ დაავადებათა და თრომბით გარდაცვალების რისკი. მკერდის სიმსივნით დაავადებულთა რიცხმა კი 65 პროცენტს მიაღწია. დაზარალებულმა ქალებმა თავი საშინლად, მოტყუებულად იგრძეს და მიხვდნენ, რომ მათ სახელმწიფო ისევე, როგორც წამლის მარეგულირებელი სააგენტო ვერ იცავდა. დაზარალებულთაგან ოცდაათიათასმა ქალმა სასამართლოს მიმართა. მათ მხოლოდ იმას მიაღწიეს რომ, ამ სასამართლო პროცესების შემდეგ მწარმოებლები დაავალდებულეს, მედიკამენტებზე მათი შესაძლო რისკების შესახებ გამაფთხილებელი წარწერები გაეკეთებინათ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცის კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მსოფლიოში მოხმარებული მედიკამენტების 50 პროცენტი ინიშნება არამიზნობრივად,რაც შემდეგ შესაბამის ასახვას ჰპოვებს ადამიანების ჯანმრთელობაზე.მხოლოდ ამერიკაში, ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანის ჯანმრთელობა ზიანდება მედიკამენტების სავალალო და გამოუსწორებელი გვერდითი მოვლენების შედეგად. დღესდღეობით წამლის რეგულირების სააგენტომ 150 სხვადასხვა პრეპარატი ამოიღო უკვე წარმოებიდან, რადგან ისინი რამოდენიმე ათეული წლის მოხმარების შემდეგ სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩდნენ. უამრავი ასეთი პრეპარატი კი, რომელთა შორისაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ( დიკლოფენაკი), სიმსივნის სამკურნალო პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები ა.შ. კვლავ ბაზარზეა და მომხმარებელს წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, რომ გადახდილი თანხით აფთიაქში ფაქტიურად ავადმყოფობას ყიდულობს.
ფარმაცევტული ბიზნესი თავისი ყველა ბნელი გამოვლინებით არც საქართველოსთვის არაა უცხო. მძიმე და სრულიად უკონტროლო მდგომარეობის ფონზე ფარმაკო ნარკომანია ყვავის და ახლაც, რეცეპტის ქონის სავალდებულო წესის შემოღების შემდეგ, ფარმაცევტული კომპანიების მიერვე აფთიაქებში დასმული ექიმები, საკუთარი ხელით უწერენ მოზარდებს სიკვდილს.
ცხადია ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებს მორალი არ შეაწუხებთ, თუმცა სავალალოა ის, როდესაც არცერთ მაკონტროლირებელ ინსტიტუტს არ მოსდის აზრად დასვას კითხვა, თუ რატომ არის გაყიდვაში ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი ნიმესილი ჩვენთან, როდესაც ის 1999 წლიდან ევროპის ყველა ქვეყნაში ამოღებულ იქნა გაყიდვიდან. არც არავინ ინტერესდება იმ ფაქტით, თუ რატომ იყიდება მედიკამენტები 100 და 200 პროცენტიანი ფასნამატით, მაშინ როდესაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში მედიკამენტებზე დაკანონებული მოგების მარჟა 20 პროცენტს არ აღემატება.
მთავრობა დუმს, ხალხი აგრძლეებს მედიკამენტების შეძენას ,ექიმები კი კვლავ წარმატებით თანამშრომლობენ ფარმაცევტულ კომპანიებთან და გამოწერილი მედიკამენტების სანაცვლოდ სოლიდურ გასამრჯელოსაც იღებენ. მულტიმილიარდიანი ფარმაცევტული ბიზნესი ყვავის, ჩვენ კი ლაბორატორიის ვირთხებად ისე გვიყენებ, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს. ეჭვგარეშეა, რომ ქიმიური პრეპარატებისა და სამკურნალო მედიკამენტების როლი ძალიან გაზვიადებულია და გარდა უკიდურესად საჭირო მდგომარეობისა, უმჯობესი იქნება არჩევანს ბუნებრივ და ტრადიციულ სამკურნალო საშუალებებზე თუ შევაჩერებთ. ალბათ არ ცდებოდა ამერიკელი ექიმი, უილიამ ოსლერი, როდესაც ამბობდა რომ: “ადამიანებისათვის შესანიშნავი იქნებოდა, ხოლო თევზებისათვის- ძალიან ცუდი, თუ ყველა ქიმიურ პრეპარატს ოკეანის ფსკერზე მოისვრიდნენ”
მარიამ კუკუნაშვილი