ახალი ამბები ვიდეო მთავარი

(დოკუმენტური ვიდეო): კადრები, რომელიც ადასტურებს რუსი “ბოევიკების” მონაწილეობას აფხაზეთის ომში

წლების განმავლობაში იწერებოდა და ყველამ იცოდა, რომ აფხაზეთის ომში, რუსი, დაქირავებული სამხედროები აფხაზი ბოევიკების მხარეს იბრძოდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები სრულყოფილი ფორმით თითქმის არ არსებობდა. “იუთუბზე” გამოჩნდა ვიდეო და ფოტოები, რითაც უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ რუსი დესანტები აფხაზეთის ომში აქტიურად კი არა, არაემდ წინა ხაზში იბრძოდნენ.

აღნიშნული ვიდეო გადაღებულია 1993 წლის 2 ივლისს თავად აღნიშნული დესანტების რიგებში. ვიდეოში თვალნათლივ ჩანს რუსების დამოკიდებულება როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხარის მიმართ. ერთ-ერთი დაქირავებული რუსი არც რუსეთის ინტერესებს მალავს. ის პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მიწის ეს ნაწილი რუსების ინტერესებში შედის.

ვიდეოში ირკვევა, თუ ვინ არის დაქირავებულუ რუსული დაჯგუფების ლიდერი. ეს არის ვინმე ვიტალი საროკინი. ის საკმაოდ საინტერესო დიალოგს მართავს დანარჩენ დაქირავებულებთან, რაც გამოკვეთილად ისმის კიდეც ვიდეოში.

აღსანიშნავია, რომ საროკინი აფხაზ ბოევიკებს ცხვრების ფარას უწოდებს და ომში შექმნილ სიტუაციას, “ბარდაკს”.

“ეს ხომ თქვენი მიწაა? თქვენ ამ მიწას ვისგან ათავისუფლებთ? ქართველებისგან? ვისთან ერთად? ჩვენთან ერთად, ჩვენ კი მოვედით თქვენს დასახმარებლად. რატომ უნდა ვებრძოლო ქართველებს? მე ხომ არ ვარ აფხაზი? მე რუსი ვარ, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ მიწევს ხმის აწევა იმიტომ, რომ ყველა ერთად არ მიგვაკლან აქ… გამიგია, რომ ეს მიწა სჭირდება რუსეთს, თუ ასეა, მაშინ იომონ რუსებმა. ასე რომ, როცა დაიწყებენ იმის ლაპარაკს, რომ აფხაზები უშიშრად იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ, აჩვენეთ ეს ვიდეო. თუმცა, ჩაეხოცათ მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა აფხაზებს, ამის მათ არ შეშინებიათ…” – ამბობს საროკინი აფხაზებზე.

ჩვენ გთავაზობთ რუსი დაქირავებული ბოევიკების ფოტოებს და ზემოთ აღნიშნულ ვიდეოს, რომელიც ადასტურებს რუსი ბოევიკების მონაწილეობას აფხაზეთის ომში.

იტვირთბა....