„მე ვთქვი, რომ დღეს არის ისტორიული დღე. „ნაცმოძრაობისთვის“ და „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა მათ მიერ ორგანიზებული აქციით, რომელიც პარლამენტთან გაიმართა. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არა თუ გავიდნენ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგი.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”. ამის მიზეზად აღნიშნული პარტიები გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენას ასახელებენ.