მთავარი ციტატა

“არამგონია შაქარაშვილი ნებაყოფლობით გადამხტარიყო ღამის 2 საათზე მდინარეში” – ზურაბ თოდუა

“არამგონია შაქარაშვილი ნებაყოფლობით გადამხტარიყო ღამის 2 საათზე მდინარეში. მე ვფიქრობ, რომ იმ გარემოებებში, რაც წინ უძღოდა ამ ბავშვის იმ მდინარის პირამდე მისვლას, უკვე დანაშაულის ნიშნები უნდა იყოს გამოკვეთილი. გამოძიებას დღეს უნდა ჰქონდეს უკვე კვალიფიკაცია მიცემული ამ მოქმედებისთვის მაინც”

ზურაბ თოდუა, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი

TV პირველი, “დღის ამბები”

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ,

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.

ასევე ვრცელდება მორაგბე ვასილ მახარაძის ჩვენება, რომელიც ინციდენტის დეტალებს აღწერს.

იტვირთბა....