მთავარი ციტატა

“გიორგიმ ნებაყოფლობით გაბედა მდინარის კალაპოტში შესვლა – ეს ყველაზე ნაკლებდამაჯერებელი ვერსიაა”

“ყველაზე ნაკლებდამაჯერებელი ვერსია არის ის, რომ მან ნებაყოფლობით გაბედა მდინარის კალაპოტში შესვლა. იქ მდინარის კალაპოტი არის ძალიან სახიფათო, მით უმეტეს ღამის საათებში. მე არ მინდა დავიჯერო ისეთ რამ, რაც არ არის რეალური… ველოდებით ამომწურავ მტკიცებულებებს, რომ შეცდომაში არ შევიდეთ”

მირიან ნიკოლაძე, გიორგი შაქარაშვილის ბიძა

TV პირველი, “დღის ამბები”

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს. 

ასევე ვრცელდება მორაგბე ვასილ მახარაძის ჩვენება, რომელიც ინციდენტის დეტალებს აღწერს.

იტვირთბა....