სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მშობლებს მიმართა.
როგორც პატრიარქმა განაცხადა, მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს.
ილია მეორეს თქმით, ღვთის სასუფეველი არის მარადიული და ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სასუფევლის მკვიდრი გახდეს.
„ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. დღეს სახარება გვეუბნება ჩვენ იმას, თუ რა არის მთავარი. ადამიანმა უნდა იფიქროს, მთავარი რა არის, რა არის მარადიული და რა არის დროებითი. სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მკვიდრი გავხდეთ სასუფევლისა.
მე მყავდა სტუდენტები, ერთი შემთხვევა იყო, მოიტანეს სასულიერო აკადემიაში ფილმი და დარბაზში აჩვენებდნენ ფილმს. იყო მრავალი სტუდენტი დაავადებული გრიპითა, მაგრამ მაინც წავიდნენ იმ დარბაზში, კინოდარბაზში და უყურებდნენ იმ ფილმს. მე სიცხე მქონდა და ვერ წავედი. დიდი დარბაზი იყო, იქ ვიწექით და დავრჩით ორის წუთამდინ და საოცარი რამ მოხდა, მე კარგად ვიცნობდი იმ სტუდენტს, ამიტომ ვეკითხებოდი ჩემს თავს, რის შიში გაქვს, რატომ გეშინია. მეშინოდა იმ სტუდენტისა და მკითხა, თერმომეტრი სად არისო, მე ვუჩვენე და სულ ვნატრობდი, რომ მელოდებოდნენ სტუდენტები-მეთქი.
მოვიდნენ და დავმშვიდდი. დილაზე რომ გავიღვიძეთ, ის სტუდენტი არ იყო ადგილზე. კორიდორი იყო, სადაც გავიდა სტუდენტი იმ კორიდორში და საშინელება ნახა. ის სტუდენტი, რომლისაგან მე მეშინოდა, პალტოების დასაკიდებელზე ეკიდა ჩამომხრჩვალი. ესეიგი, მას ყავდა დაპატრონებული ეშმაკი და ეშმაკი მაშინებდა მე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი. რომ ჰკითხო, რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის, ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო, იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოეკლა თავი.
ღმერთმა ყველა დაიფაროს, როგორც კი მოვა ასეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება. გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ, ტერენტი გრანელი რას ამბობს, გალაკტიონშიაო დემონიო და ჩემში ანგელოზიო. ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს.
შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროს, რთულ დროს, უნდა გქონდეთ სახლში ნაკურთხი წყალი, ნახშირი, საკმეველი და აუცილებლად ყოველ დღე ასხუროთ თქვენი საწოლი, თქვენი ოთახი, ეზო უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი“,- განაცხადა პატრიარქმა.