aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული” – ხუხაშვილი ფეხბურთელის საქმეზე

“როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს სპორტული საზოგადოება, რომელიც ჯერ-ჯერობით დუმს? ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული. პრევენციის მიზნით, უნდა დაკანონდეს ნორმა, რომლითაც ყველა სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის გარჩევებში, ან პოლიტიკურ პროცესში ფიზიკურად ჩაერევა, იქნება სამუდამოდ დისკვალიფიცირებული.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ხუხაშვილი – ექსპერტი

აღნიშნული განცხადება ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რითაც, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.

იტვირთბა....